|
2025-05-03 12:39:38, 811 ნახვა
მსოფლიო
14 ივნისს, ტრამპის დაბადების დღეს, ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება
აშშ-ს არმიისა და პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება. აშშ-ს არმია 14 ივნისს 250, ხოლო ტრამპი 79 წლის გახდება. როგორც Reuters წერს, ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. აღლუმში, სავარაუდოდ, 6500-ზე მეტი სამხედრო, დაახლოებით 150 საბრძოლო-სადესანტო მანქანა და 50 სამხედრო თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. Reuters-ის მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, რომელშიც აღნიშნული გეგმებია აღწერილი, 14 ივნისამდე – კულმინაციის დღემდე, არმია ღონისძიებებს ერთი კვირის განმავლობაში გამართავდა. უცნობია, თუ რა თანხა დაჯდებოდა ღონისძიების ჩატარება. სამხედრო აღლუმები აშშ-ში იშვიათად იმართება. ასეთი ღონისძიებები სხვა ქვეყნებში ძირითადად რომელიმე ომში გამარჯვების აღსანიშნავად ან სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით იმართება. 1-ელ მაისს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა მიანიშნა, რომ სამხედრო აღლუმის მსგავსი ღონისძიების გამართვა სურდა, თუმცა 14 ივნისი არ უხსენებია. "მრავალი ჩვენი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს აღნიშნავს, როგორც გამარჯვების დღეს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებისთვის. ამგვარად, მე 8 მაისს ვაცხადებ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ვერავინ შეგვედრებოდა სიძლიერის, სიმამაცისა ანდა სამხედრო ბრწყინვალების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ არასდროს აღვნიშნავთ არაფერს იმიტომ, რომ ლიდერები აღარ გვყავს, რომლებმაც ამის კეთება იციან! ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას ხელახლა დავიწყებთ!" - წერდა აშშ-ს პრეზიდენტი.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)