|
2025-05-01 13:23:57, 804 ნახვა
მსოფლიო
სენატორი გრემი - აშშ მზად არის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს შეიძენენ, 500%-იანი ტარიფები დაუწესოს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ მზად არის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს შეიძენენ, 500%-იანი ტარიფები დაუწესოს. მისი თქმით, ამ კანონპროექტს 72 სენატორი უჭერს მხარს. როგორც Bloomberg-ი იუწყება, კანონპროექტის მიხედვით, სანქციები ითვალისწინებს 500%-იან გადასახადს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირსა და ურანს ყიდულობენ. უკრაინასთან მინერალურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გრეჰემმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარებას ისახავს მიზნად. „მან თავისი იმედგაცრუება გამოთქვა. მე ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, საპატიო და სამართლიანი გზით მსურს. ვფიქრობ, ტრამპი ამის მისაღწევად საუკეთესო ადამიანია, მაგრამ ეს სანქციები ასახავს იმ შეხედულებას, რომ სენატი რუსეთს მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს“, - აღნიშნა სენატორმა. გრეჰემი მიიჩნევს, რომ პუტინს საბოლოოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება ომის დასრულების მოლაპარაკებებსა და რუსეთის ეკონომიკის განადგურებას შორის. შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოაწერს. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)