|
2025-04-30 13:01:36, 696 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას ან გაწყვეტას არ აპირებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
“სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაფუძნებულია ურთიერთსარგებლიან ინტერესებზე და ერევანს არ აქვს განზრახვა, გაამწვავოს ან გაწყვიტოს ურთიერთობები მოსკოვთან” — ამის შესახებ ტალინში, ესტონელ კოლეგასთან კრისტენ მიხალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. პრესკონფერენცია სომხურმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. ინფორმაციას რუსული სააგენტო tass ავრცელებს. “თუმცა მსურს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო — ხშირად სომხეთში ისმის გამონათქვამები, რომლებიც, ჩემი აზრით, არასწორად ასახავს რეალობას. ჩვენ არ გვაქვს არანაირი განზრახვა, გავამწვავოთ, გავწყვიტოთ ან დავაზიანოთ ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები გვქონდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან,“ — განაცხადა ფაშინიანმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)