|
2025-04-30 10:05:20, 1104 ნახვა
საზოგადოება
სახანძრო-სამაშველოს უფროსი - დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს
სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვთ. მუსელიანის ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მოხდა პაციენტების ევაკუაციაც. "112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა. მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები". - თქვა მუსელიანმა. თბილისში, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა, ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა სრულად ჩააქრეს. ხანძრის შედეგად დაიწვა სასაწყობე ფართები. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)