|
2025-04-26 12:25:01, 1127 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი და აზერბაიჯანი ახალ ყოვლისმომცველ შეთანხმებას ამზადებენ
აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გადადგამენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ახალი შეთანხმების დასადებად. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან კაია კალასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ახალი შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე 90-95%-იანი შეთანხმება მიღწეულია:
ევროკავშირი აზერბაიჯანს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა ბაქოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ენერგომომარაგების უზრუნველყოფაში. კაია კალასმა ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)