|
2025-04-17 20:38:40, 1177 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს
სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი “სამშვიდობო შეთანხმებაში” უკრაინული ტერიტორიების შესაძლო ჩართვის შესახებ განცხადებებით რუსულ ნარატივებს ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს არ აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა. “ვთვლი, რომ ბატონმა უიტკფომა საკუთარი თავისთვის რუსული მხარის სტრატეგია მიიღო. ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ის - გააზრებულად თუ გაუაზრებლად, არ ვიცი - რუსულ ნარატივებს ავრცელებს,” - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ტრამპის წარმომადგენელს მანდატი არ გააჩნია “უკრაინული ტერიტორიების განხილვისთვის”, რომლებიც უკრაინელ ერს ეკუთვნის. “ამიტომ საერთოდ არ მესმის, ის რაზე საუბრობს. ყველამ ეს, როგორც ბატონი პუტინის ბოდვა მოვისმინეთ. ეს მეგონა, რომ მას შესაბამისი ხალხი ჰყავს, რომლებიც აგრძელებენ ამ ნარატივების ცივილიზებულ ქვეყნებში გავრცელებას. ამიტომ სერიოზულად ამას არ ვუყურებ,” - განაცხადა ზელენსკიმ. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში უკრაინულ დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, სადაც ასევე იქნება ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)