|
2025-04-17 18:21:05, 816 ნახვა
საზოგადოება
მიშა ჩარკვიანი - გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა
კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დასრულდა. უწყების შენობასთან შეკრებილმა მსახიობებმა, ხელოვანებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა შეიქმნება, რომელიც მაყურებელს გარეთ გამოიყვანს. მათ დღევანდელ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს დავით დოიაშვილს, რომელიც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "ამ შეკრების დასასრულს გვინდა დავაანონსოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა-ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებს და მაყურებელს გამოიყვანს გარეთ ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში. ახლა ის ქუჩაში საკუთარ მაყურებელს გამოიყვანს",-განაცხადა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა. კულტურის სამინისტროსთან შეკრებილმა მსახიობებმა და ხელოვანებმა კულტურის მინისტრ, თინათინ რუხაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა შენობასთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ისინი ითხოვდნენ, ან სამინისტროს შენობაში შეეშვათ ან თავად მინისტრი, თინათინ რუხაძე გამოსულიყო კულტურის სამინისტროდან და ხელოვანებს პირადად გასაუბრებოდა. ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“. შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)