|
2025-04-16 11:48:04, 934 ნახვა
საზოგადოება
სულხან მოლაშვილის მამა - როცა სტრასბურგმა ჩემი შვილი გაამართლა, მურუსიძემ თქვა, „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“
როდესაც სტრასბურგმა გაამართლა სულხან მოლაშვილი, მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ... მურუსიძემ თქვა: „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძეზე განაცხადა, რომელმაც მის შვილს, სულხან მოლაშვილს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თამაზ მოლაშვილის თქმით, მის შვილს საპატიმროში აწამებდნენ და ამ წამების შესახებ ოჯახი „ერთი-ორი თვის შემდეგ იგებდა“. „ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს იმ ორ პიროვნებასთან, რომლებიც სულხანს ეხვეწებოდნენ, წავიდეთ, თავი დავანებოთ აქაურობასო. ისინი ჩამოვიდნენ და ახლა ძალიან კარგად არიან, გნებავთ ლევან მამალაძე და გნებავთ გიგლა ბარამიძე. მერე იმათი ოჯახები ააწიოკეს. [სულხანმა თქვა] რომ არ ააწიოკონ ჩემი ოჯახიო, პატრიარქთან მივიდა, კურთხევა აიღო და პირდაპირ მივიდა პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა და არ გამოჩნდა. უთხრეს: ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი გეძებსო. რაც იქ მივიდა, იმის შემდეგ ჩვენ სულხანი ვეღარ ვნახეთ. სამჯერ მისცეს სამ-სამი თვით პატიმრობა. ორი თვე რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედაც რომ უნდა მიეცათ და თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან მე თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, რადგან ის სამი თვე დამიმთავრდაო. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მიეცა, რომ კარგად დამეძინოსო. სულხანს ეძინა, პროკურორი და მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ [გაუხანგრძლივეს პატიმრობის ვადა]. სულხანს საკანში ეძინა, [პროკურორი და მოსამართლე] დადგნენ საკნის წინ და გამოუცხადეს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი მოსამართლეებს, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც და ყველაზე ძალიან გული რაზე მწყდება იცით? ბრწყინვალე იურისტია მურუსიძე და როდესაც სტრასბურგმა გაამართლა [სულხან მოლაშვილი], მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ... მურუსიძემ თქვა, „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია. ყოველთვის ვლაპარაკობდი ხოლმე, რომ ჩემს შვილს დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, არამედ ნელი სიკვდილით მომიკლეს. ნელი სიკვდილი ის იყო, რომ ნელ-ნელა რაღაცას უშხაპუნებდნენ. მთავარი არის ის, რომ მთავრობამ იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა“.- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)