|
2025-04-12 13:59:43, 977 ნახვა
საზოგადოება
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ორმა თანამშრომელმა, თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა დატოვა
„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, „პირველი არხი“ ორმა თანამშრომელმა - თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს. აღნიშნული ინფორმაცია კახიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც თან განცხადების ფოტოც დაურთო, სადაც ის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს მიმართავს და სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც თეა კახიანი წერს, ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს ადგილის პოვნა გაუჭირდეს. მის მიერვე გავრცელებული განცხადებიდან ისიც ირკვევა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კიდევ-ერთმა წამყვანებმა დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა. „გუშინ „პირველი არხის“ სახეები, ბრენდის წარმომადგენლები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ბრალდებით. არხის მიკერძოებულობაზე საჯაროდ ილაპარაკესო. ანუ მიკერძოება კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე საჯაროდ ლაპარაკია პრობლემა. ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს. საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ასეთად. ასევე, არხი დატოვა დავით ველიჯანაშვილმა. ვიცი რომ არა ერთი სხვაც ან საკუთარი განცხადებით წავა ან უბრალოდ სხვადასხვა მოტივით გაუშვებენ. სამწუხაროა-თქო რომ ვთქვა, მოვლენების არსს ვერ გამოვხატავ. თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებულ არხზე, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ამბიციები ჰქონდა. შევეცდები აკადემიური ენით გადმოვცე თუ როგორ გამაზრდევინა არხმა შვილი და მერე როგორ წაართვა მას საცხოვრებელი სივრცე. ახლა ამაზე ფიქრიც კი მიჭირს“,- წერს თეა კახიანი. ცნობისთვის, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 11 აპრილს ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიიდან წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლეს. განცხადების თანახმად, „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას“.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)