|
2025-04-05 13:13:29, 1314 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის მიმართ 50 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს
პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს. პროკურორის განმარტებით, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ედება დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ის 25 მარტს კომისიის სხდომაზე იყო მიწვეული, თუმცა, არასაპატიო მიზეზის გარეშე უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიზნით საკანონმდებლო ორგანოში მისულიყო. მეშველიანის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. როგორც პროკურორი განმარტავს, კერძოდ კი, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. პროკურორის თქმით, მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ და მოსალოდნელი სასჯელის შიშით, შეიძლებოდა ის მიმალულიყო და მისი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება ვერ გამორიცხავს მომავალში მიმალვის საფრთხეს. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, როგორც პროკურორი განმარტავდა, ბრალდებულმა მიზანმიმართულად დაარღვია კანონი. ასევე, ჯაფარიძისთვის კანონთან კონფლიქტი პირველი არ არის. მეშველიანის თქმით, ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა იქნა გათვალისწინებული და გირაოს 50 000 ლარის გადახდას ის შეძლებს. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმდა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, პროკურორმა მიმალვის საფრთხე შაბლონურად წაიკითხა და დასაბუთებული არ არის. სამუშიას თქმითვე, ჯაფარიძეს წინა საქმეზეც გირაო ჰქონდა შეფარდებული, ის საქართველოს ფარგლებს გარეთ ხშირად დადიოდა, თუმცა, უკან ბრუნდებოდა და არსად მიმალულა. მითუმეტეს, იმის ფონზე, როცა იმ საქმეზე მკაცრი სასჯელი ემუქრებოდა. ადვოკატებისთვის არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეა პროკურატურის მხრიდან დასაბუთებული. ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)