22:27 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 16:23:09, 2337 ნახვა

კომენტარი
კალასი და კოსი - ახალი კანონები დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად

ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რაც მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია.

„ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ეს კანონები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გადარჩენას, ადამიანის უფლებების დაცვას, ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ძირს უთხრის.

ეს ნაბიჯები კიდევ უფრო ანადგურებს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. ასეთი ქმედებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის პლურალიზმის ღირებულებებთან და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველოდით. ისინი უარყოფითად იმოქმედებენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე.

ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოავლინონ ნამდვილი და შეუქცევადი ვალდებულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის. ეს მოითხოვს მოქალაქეების მიმართ ძალადობის შეჩერებას, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიის კონსულტაციების გათვალისწინებას და მნიშვნელოვან დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად.

საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია.

ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ყველა ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics