|
2025-04-02 13:22:30, 538 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო მინისტრი - უკრაინის EU-ში გაწევრიანების „უკიდურესი“ ვადა 2030 წელია ან უფრო ადრეც
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების უკიდურესი ვადა 2030 წელია და ეს შესაძლოა, უფრო ადრეც მოხდეს. ამის შესახებ მან კიევში ვიზიტისას „ერ-ბე-კა უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა მედიასაშუალებას უკრაინის დედაქალაქში პროექტის Ukraine2EU გახსნის ცერემონიამდე ესაუბრა. „ეს არის უკიდურესი ვადა. ჩვენ უნდა დავადგინოთ ეს უკიდურესი ვადა და დავთვალოთ „დედლაინები“ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომელთა მიღებაც საჭიროა. ლიეტუვა ამ შესანიშნავ პროექტში, რომელსაც დღეს ვიწყებთ, ჩადებს საუკეთესო ცოდნას და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესის გამოცდილებას. ჩვენ გვჯერა, რომ ამის გაკეთებას 2030 წლამდე შეძლებთ. სწორედ ამიტომ ვუჭერთ ამას მხარს ასე ძალიან, რადგან თქვენ შთაგვაგონებთ თქვენი ერთგულებითა და მოტივაციით“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბუდრისმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, რუსეთს ენდომება მეზობელი ქვეყნების დაპყრობა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი უკვე მრავალი წელია, ბალტიის ქვეყნებისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. „რუსეთი უკვე მრავალი წელია, არის უშუალო სამხედრო საფრთხე ბალტიის ქვეყნებისთვის. საქმე მხოლოდ საფრთხის დონეს კი არა, არამედ ჩვენი მედეგობის დონესა და შეკავების, თავდაცვის შესაძლებლობებს ეხება. ამიტომ, რისკის შეფასებისას, ჩვენ ვითვალისწინებთ არა მხოლოდ საფრთხეს. საფრთხე იყოფა შესაძლებლობებსა და განზრახვებზე. ეჭვი არ მეპარება რუსეთის განზრახვებში. მათ სურთ მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და ეს გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია“, – აღნიშნა ბუდრისმა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების „უკიდურესი“ ვადა 2030 წელია და შესაძლოა, უფრო ადრეც მოხდეს
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)