|
2025-03-31 15:12:08, 1000 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მზია ამაღლობელის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში მოკლე დროში გაიგზავნება
მზია ამაღლობელის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში მოკლე დროში გაიგზავნება, -ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლოს მიმდინარეობისას განაცხადა. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, როგორც მაია მწარიაშვილმა აღნიშნა, მაინც მოახდენენ იმის ლუსტრირებას, რომ ბრალდება არის მანიპულირებული. „მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვა ახლა იწყება, მზია ამაღლობელის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში მოკლე დროში გაიგზავნება. რაც შეეხება ჩვენს ახლანდელ შუამდგომლობას 2 პოლიციელის დაკითხვაზე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სანამ გამოაცხადებდით გადაწყვეტილებას მედიასთან, გამოვიცანით რა გადაწყვეტილებას გამოიტანდით, დიდი გამჭრიახობა ამას არ სჭირდება. სხვა არაერთ გარემოებაზე ვისაუბრებთ ამ საქმეზე, სადაც ჩანს, სისტემა მისი არაერთი შტოს მონაწილეობით როგორ მუშაობს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი იყოს ტყვე და არა პატიმარი! ბათუმის სასამართლო, დაწყებული წინა სასამართლოდან ამ სასამართლოს ჩათვლით მუშაობს, რათა დაცვას გამოაცალოს მტკიცებულებები, საპროცესო საშუალებები, რაზე დაყრდნობითაც დავასაბუთებთ, რომ მზია ამაღლობელის ბრალდება მანიპულირებულია და არაფერი აქვს საერთო სამართალთან. ჩვენ სასამართლოზე მაინც მოვახდენთ იმის ილუსტრირებას, რომ ბრალდება არის მანიპულირებული ამ საქმეში“,- აღნიშნა მწარიაშვილმა. მაია მწარიაშვილი ითხოვს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაიკითხოს. „ბატონი დგებუაძე, როგორც დაზარალებული მოვიდეს სხდომაზე...როგორ ეტკინა სილა, როგორ გაუწითლდა დგებუაძეს",-აღნიშნა მწარიაშვილმა. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი განახლდა. მზია ამაღლობელს სხდომათა დარბაზში მხარდამჭერები ტრანსპარანტებით დახვდნენ, ასევე, ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზიას“. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი საქმეს არსებითად განიხილავს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა პოლიციელების - გოჩა ვანაძის და ნოდარ ზენაიშვილის დაკითხვის თაობაზე არ დააკმაყოფილა. სასამართლო დარბაზში მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა, ისმოდა შეძახილები “მოსამართლე გეშინია”? “ბიძინას მონა მოსამართლე”. აღნიშნული შეძახილების გამო, დარბაზში მყოფ ერთ პირს მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)