|
2025-03-30 14:18:35, 1145 ნახვა
საზოგადოება
დათო დოიაშვილი - სიმართლე გაიმარჯვებს, ანდრო ჭიჭინაძე ძალიან მალე გამოვა ციხიდან
„ახალი თეატრი“ რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. საპროტესტო მანიფესტის მეექვსე შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში შედგება. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა ახალციხეში წასვლამდე ჟურნალისტებთან განმარტა, ხელოვანების მანიფესტმა მიზანს უკვე მიაღწია. “მგონია, რომ ამ მანიფესტმა მიზანს მიაღწია. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პლატფორმა დიალოგისთვის. სწორედ, ამისთვის ჩავდივართ რეგიონებში. მე პირადად ძალიან ბევრი კუთხე სხვანაირად დავინახე, მათი პრობლემები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვესაუბრებით ხალხს, ვისმენთ მათ პრობლემებს. ჩემთვის კიდევ უფრო გასაგები გახდა, რომ არა მარტო ჩვენ მსახიობებმა [რეგიონებში] უნდა ვიაროთ, არამედ ყველამ უნდა ვიაროთ, რადგან დიალოგი დაიძრას და ამუშავდეს. აი, ეს არის მთავარი. ჩვენ ახლა ახალციხეში მივდივართ და მგონია, რომ დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იქნება. სანდრო ჭიჭინაძის ყოველ სასამართლო [პროცესზე] მჯერა, რომ სიმართლე რაღაც დონეზე გაიმარჯვებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ძალიან მალე [ციხიდან] გამოვა და მასთან ერთად “ახალი თეატრის” სცენაზე დავბრუნდებით… ეს არის შეთხზული და შეკოწიწებული საქმე”, - განაცხადა დავით დოიაშვილმა. ცნობისთვის, “ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)