19:29 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-29 08:49:59, 923 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან

ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც თეირანმა დონალდ ტრამპის წერილს ასევე წერილობითი ფორმით უპასუხა და ომანის შუამავლობით ვაშინგტონს გაუგზავნა.

ირანმა ტრამპისგან წერილი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მიიღო, სადაც ვაშინგტონი თეირანს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ორი თვის ვადაში არ მიიღწევა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ არიან დაინტერესებული აშშ-თან პირდაპირი დიალოგით, თუმცა მზადყოფნას აცხადებენ, გამართლონ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით.

„ირანი ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს ჩემს სიაში, რომელზეც ყურადღებაა საჭირო. მე მათ ახლახან გავუგზავნე წერილი და ვუთხარი: თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ასე თუ ისე, ან უნდა ვილაპარაკოთ და განვიხილოთ ეს თემა, ან ძალიან ცუდი რამ დაემართება ირანს. არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემი დიდი უპირატესობა – და ამას არ ვამბობ სიძლიერის ან სისუსტის გამო – ის არის, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ ირანთან, მაგრამ ჩვენ თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ცუდი რამ მოხდება ირანისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
უნგრეთი აშშ-ს თხოვს არ დასაჯოს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ ლინდსი გრეჰემის აქტის შესაბამისად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics