|
2015-02-17 10:13:30, 2250 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
უკრაინის მთავრობამ და სეპარატისტებმა მინსკის შეთანხმების პირობები არ შეასრულეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მინსკის მოლაპარაკების პირობების მიხედვით, შეთანხმებიდან მინიმუმ ორ დღეში, მხარეებს ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ და საბრძოლო მოქმედებების პირველი ხაზიდან მძიმე ტექნიკა გაეყვანათ. კიევის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არ გაიყვანენ ჯარებს, იქამდე სანამ არ დამთავრდება ბრძოლები ალყა შემორტყმულ დებალცევოში. თუმცა სეპარატისტები თავის მხრივ განმარტავენ, რომ მოლაპარაკება არ ვრცელდება დებალცევოს ტერიტორიაზე. BBC-ს ინფორმაციით, სეპარატისტებმა ალყაში მყოფ უკრაინელ მებძოლებს დებალცევოდან გამოსასვლელი უსაფრთხო კოლიდორი შესთავაზეს, თუმცა იმ პირობით, რომ უკრაინელებს იარაღი ადგილზე უნდა დაეტოვებინათ და შეუიარაღებლები გამოსულიყვნენ. არსებული ინფორმაციით, საომარ მოქმედებებს მსხვერპლი მოჰყვა და 3 ადამიანი სოფელ ჩორნუხინაში დაიღუპა. შექმნილი ვითარების ფონზე, წუხელ ნორმანდიის ოთხეულის ლიდერების მორიგი სატელეფონო საუბარიც შედგა, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)