|
2016-03-12 16:42:34, 1138 ნახვა
სამხედრო
ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სკოლა გაიხსნა
ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სიმბოლური ლენტი თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა გაჭრეს. სკოლის გახსნის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დაესწრნენ. „ინფრასტრუქტურა დანიის შიდა გვარდიის მხარდაჭერით მოეწყო დავფიქრობ, რომ რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ ეროვნული გვარდიის კი არა, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ. სარეზერვო სამსახურზე საბოლოო კონსენსუსის მიღწევის შემდეგ ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გაჩნდება ბაზალეთში, სადაც, სწორედ, დანიელების მხარდაჭერით შექმნილი ამ ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა მინდა ვუთხრა მათ დახმარებისთვის და, რაც მთავარია, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში გაცილებით მეტი პროექტები განხორციელდება ერთდროულად“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ეროვნული გვარდიის სკოლა ორიენტირებული იქნება პირადი შემადგენლობიდან უმცროს ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების მიმართულებაზე. სკოლა ასევე მოამზადებს სხვადასხვა სტრუქტურების პერსონალს ბუნებრივი კატასტროფების დროს შესაბამისი მოქმედებებისთვის. ეროვნული გვარდიის სკოლა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით დაარსდა. სკოლის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა სასწავლებლის ახლად აშენებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. დღეს ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სკოლის გახსნის გარდა სასწავლო კურსის გამოშვების ცერემონიალიც გაიმართა. 16 კურსდამთავრებულ ეროვნული გვარდიის ოფიცერს სერტიფიკატები თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა გადასცეს. კურსის განმავლობაში ოფიცრებმა დაგეგმარების პროცესი და მისი განვითარების საკითხები შეისწავლეს. სასწავლო პროგრამა ერთი კვირის განმავლობაში ესტონეთის თავდაცვის ლიგისა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიის ინსტრუქტორების მიერ ხორციელდებოდა. საზეიმო ცერემონიალის დასასრულს დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)