08:42 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 17:08:40, 749 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ნარკოდანაშაულში მონაწილე 9 პირს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, ბრალდებულები აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით.

„5 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი, მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18,260-ე მუხლის მესამე, მეხუთე ნაწილებით, 261-ე და 18, 261-ე მუხლის მეშვიდე, მერვე ნაწილებით, ხოლო 2 პირს 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების უმრავლესობას სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. ხოლო ნაწილის მიმართ, სადაც არ დგინდებოდა გასაღების მიზანი, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, რაც უფრო მძიმე დანაშაულის გახსნას შეუწყობს ხელს, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა საპატიმრო გირაო სხვადასხვა თანხის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics