|
2025-03-19 15:00:19, 1241 ნახვა
სხვადასხვა
ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული საშუალებები
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტებია წარმოდგენილი და ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული გერმანული, იტალიური, ფრანგული, თურქული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: ● ორთოპედიული ფიქსატორები - სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად. ● ორთოპედიული ბალიშები - ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას, ასევე ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში. ზურგისა და სავარძლის ბალიში დაგეხმარებათ საოფისე საქმიანობა ყოველგვარი დისკომოფრტის, კერძოდ, კუდუსუნისა და წელის ტკივილის გარეშე შეასრულოთ. ● წელის კორსეტები და ქამრები - იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. ორსულობის ქამარი კი ფეხმძიმობისას მუცლის დაწევას უშლის ხელს და მნიშვნელოვან პერიოდში წელის დაფიქსირებაში დაგეხმარებათ. ● სუპინატორები - ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. ის არსებულ პრობლემებს გვიწესრიგებს და დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან გვიცავს. გარდა ამისა, სუპინატორის გამოყენება აუცილებელია ბრტყელტერფიანობის დროს, ეს დაავადება კი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ტერფის გამოხატული პათოლოგიის დროს შედარებით მყარ სუპინატორს ანიჭებენ უპირატესობას, რათა მან თაღის სტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. პროფილაქტიკის მიზნით კი რეკომენდებულია სილიკონის დრეკადი სუპინატორის გამოყენება, რომელიც ტერფზე დატვირთვას ამცირებს და ფიზიკური აქტივობის პროცესსა და ყოველდღიურ საქმიანობას უფრო კომფორტულს ხდის. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის სამედიცინო მაღაზიებში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე - akhalikhedva.ge - არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.
ბერლინში ზელენსკის, უიტკოფის, კუშნერისა და მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა
როგორი ამინდი იქნება 16-18 დეკემბერს – გარემოს სააგენტოს პროგნოზი
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ზეწოლა შენარჩუნდება
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)