|
2025-03-15 10:25:31, 1429 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განახორციელა - არიან დაღუპულები
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განახორციელა. ხერსონის ოლქში რუსული საავიაციო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხერსონის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა პარასკევს, საღამოს რეგიონზე მასირებული საავიაციო დარტყმა განახორციელეს და რვა მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. როგორც პროკურატურა იუწყება, დაბომბვის შედეგად ხერსონში 43 წლის მამაკაცი დაიღუპა. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ თავის ტელეგრამ არხზე ხუთი დაჭრილის შესახებ დაწერა. მისი თქმით, ერთ-ერთი ბომბი ადმინისტრაციული შენობის სიახლოვეს ჩამოვარდა, ასევე დაზიანდა მეზობელი სახლები და ვეტერინარული კლინიკა. ეს უკვე მეორე მასირებული საავიაციო დარტყმაა ხერსონსა და მის ოლქზე ბოლო 24 საათის განმავლობაში. დღის განმავლობაში ავიაბომბი ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა კრივოი როგში. რაკეტა საცხოვრებელი უბანში ჩამოვარდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი და ოთხი კერძო სახლი. ასევე ზიანი მიადგა საქალაქო კომუნიკაციებსა და სავაჭრო ობიექტებს. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულებს შორის არის ორი წლის ბავშვი. ჩერნიგოვში რუსეთის დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ბრიჟინსკიმ გაავრცელა ინფორმაცია. როგორც მან თავის ტელეგრამარხზე დაწერა, დაზიანდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ჩამსხვრეული ფანჯრები და დაზიანებული ავტომობილები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)