|
2025-03-14 14:44:37, 6076 ნახვა
სპორტი
ვილი სანიოლი - ხვიჩა კვარაცხელიას ვერავინ შეცვლის, უნიკალურია
სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. „A” - ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც „C“ - ლიგაა ჩვენი შესაფერისი - ახლა კი მთავარი "B" ლიგაში დარჩენაა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან, ორრაუნდიანი პლეი-ოფის წინ და შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვილი სანიოლის განცხადებით, სომხეთთან მატჩის დროს შანსი ახალ ფეხბურთელებსაც მიეცემათ და იმედოვნებს, რომ მატჩის წინ ყველა ფეხბურთელი შესაბამის ფორმაში იქნება. „შემოდგომაზე ვნახეთ, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი გადაღლილი იყო. ბუნებრივია, მათ უფრო ცოტა ივარჯიშეს და მეტი ითამაშეს. თავისი როლი ევროპის ჩემპიონატმაც ითამაშა და როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად გადაიღალნენ. იმედი მაქვს, სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრაში ყველა წესრიგში იქნება. კვარაცხელია და კაშია გუნდთან ერთად იქნებიან. შანსი კი სხვებს მიეცემათ, მაგალითად, საბა გოგლიჩიძეს, რომლის დებიუტსაც უფრო ადრეც ვგეგმავდით. სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. „A“ - ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც „C“ - ლიგაა ჩვენი შესაფერისი. პირველ მატჩში კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება. ის ამ პოზიციაზე გათვალისწინებული მომავალშიც გვეყოლება... გიორგი მამარდაშვილი ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელსაც დასვენება სჭირდება, ორი წლის განმავლობაში გადაბმულად ითამაშა. შემოდგომაზე შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ის თავის ოპტიმალურ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს. ხვიჩა მოედანზე აშკარად ბედნიერია. ბევრს შრომობს, დაცვაშიც ჩადის. ნაკრებშიც ასე მოქმედება მოუწევს. სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ახლახან ჩაიბარა და დეტალურად რამის თქმა რთულია. მისი საბერძნეთის ნაკრები და „აიაქსი“ ოთხი მცველითა და მაღალი ინტენსივობით თამაშობდა. უმჯობესია, პირველ რიგში, ჩვენ შესაძლებლობებზე ვკონცენტრირდეთ. ეროვნული ლიგის საინტერესო ფეხბურთელები ბოლო დროს საზღვარგარეთ გადავიდნენ და ახლა სიაში ამიტომ არ არიან. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად თამაშობს, მთავარია სათამაშო ფორმა. ლაცაბიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც უშუალოდ უნდა დავაკვირდე, სწორედ ამისთვის გამოვიძახე, მომავალზე ვფიქრობ. მომავალს უკავშირდება გველესიანისა და კვირკველიას ამჟამად არ გამოძახებაც. ბოლო წლებში გამოყენებული სისტემა წარმატებული იყო, ამავდროულად საკმაოდ მოუქნელი სისტემაცა. სიახლეებს ამ კუთხითაც გამოვიყენებთ. მთავარი ფეხბურთელი, მისი ფორმა და სისტემაზე მორგება იქნება. მე სისტემა ფეხბურთელებს კი არ უნდა დავაძალო, მათ რესურსს უნდა მოვერგო. ხვიჩას ვერავინ შეცვლის, უნიკალურია. სხვებს მეტი ინიციატივის აღება მოუწევთ, მათ შორის ჩაკვეტაძესა და დავითაშვილს. ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებთან თანამშრომლობა შეგვიძლია. ბუნებრივია, ეროვნული გუნდი პრიორიტეტულია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს გავითვალისწინებთ. „ემპოლი“ სამი მცველით თამაშობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბა გოგლიჩიძე ყველა ტაქტიკურ სქემას მოერგება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი მთავარი „B“ -ლიგაში დარჩენაა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)