|
2025-03-13 19:35:19, 785 ნახვა
სამართალი
ნონა ქურდოვანიძე - არ გვაქვს დიდი მოლოდინები სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით საქმეზე, როდესაც არსებობს მაღალი ინტერესი, რომ მზია ამაღლობელი დასაჯონ
ჩვენ, ზოგადად, არ გვაქვს დიდი მოლოდინები სასამართლოს მიმართ დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით ასეთ საქმეზე, როდესაც არსებობს მაღალი ინტერესი, რომ მზია დასაჯონ , - ამის შესახებ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, როგორც სისხლის, ასევე, ადმინისტრაციული საქმის წარმოება, საქმე, რომელიც ადასტურებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნას. “დღევანდელი სხდომა დასრულდა. დარჩა მხოლოდ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ვფიქრობ, მოსამართლეს შეეძლო დღესაც გაეკეთებინა, მაგრამ ცხადია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ფაქტს დაადასტურებდა. პოლიციას წარმოდგენილი აქვს ყალბი დოკუმენტები. ასევე, ერთ-ერთმა პოლიციელმა ტყუილები ისაუბრა პროცესის დროს - მან თქვა, თითქოს მან დააკავა მზია ამაღლობელი, მაგრამ მოსამართლემ დღესვე უკვე დადასტურებულად თქვა, რომ ის ადამიანი, რომელიც მზიას ხელს ჰკიდებს და ეზოსკენ მიჰყავს, არის გრიგოლ ბესელია და სწორედ ამიტომ აღარ დაკითხა. მან ასევე თქვა, რომ დარწმუნდა, ირაკლი დგებუაძეა ის ადამიანი, რომელიც განმარტებას აკეთებს, რომ მზია 150-ე მუხლით დააკავეს. ეს ორი გარემოება მოსამართლემ უკვე დადასტურებულად მიიჩნია. ამ საქმეზე ეს იყო ორი მთავარი გარემოება, რომელზეც დანარჩენი სხვა სიყალბეები ემყარება და ეს უკვე დადასტურებული აქვს მოსამართლეს. მე არ ვიცი, ის საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ, ზოგადად, არ გვაქვს დიდი მოლოდინები სასამართლოს მიმართ დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით ასეთ საქმეზე, როდესაც არსებობს მაღალი ინტერესი, რომ მზია დასაჯონ და შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ღიად ამბობდა, რომ ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, რათა სხვებსაც შეეშინდეთ. ამის გამო, მან გამოიყენა სიტყვა მსუსხავი ეფექტი უნდა იყოს ეს ყველასთვისო და ამიტომ, დასაჯეთ მკაცრადო. რა თქმა უნდა, მათ არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, ის ვიდეოებიც კი, რომელიც სინამდვილეში მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან რამდენიმე საათის მერეა გადაღებული, როდესაც მზია უკვე გათავისუფლებული იყო, იქ მიმდინარეობდა ჩოჩქოლი და ამ ჭყლეტაში იყო მოყოლილი, ის ვიდეოებიც კი, რომელიც მათთვის თითქოს არის მტკიცებულება, არც ის არ ასახავს არანაირ სამართალდარღვევას. იქ უბრალოდ ჩანს, რომ მზია ხალხის მასაშია რის მოხვედრილი. არც ხმა ისმის მისი, არც პირის მოძრაობა ჩანს. არ მომხდარა ასეთი ფაქტი, ჩვენს მიერ დაკითხულმა მოწმეებმა ძალიან ცალსახად თქვეს, რომ ეს საერთოდ არ არის მზიას ლექსიკა და, მითუმეტეს, იმ დღეს მას ასეთი ფრაზებით არავისთვის არ მიუმართავს. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოება, არის მთლიანად საქმე, რომელიც ადასტურებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნას. ეს ხდება იმის გამო, რომ ის არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, აკეთებს საზოგადოებრივ საქმე და ამის გამო სჯიან!” - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
კალაძე: თბილისში დიუშენის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სვიატოშინის რაიონში საწყობი დაიწვა, დაშავდა ერთი ადამიანი
Ad Black Sea 2026-ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)