|
2016-03-11 14:04:11, 739 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამათლო: იუსტიციის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებები ჩვენს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა აშკარა უპატივცემულობა გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი თითოეული წევრის მიმართ. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის მინისტრის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისადმი და სასამართლოსადმი მსგავსი დამოკიდებულების გამოვლენა შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, არამედ ასევე დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. "მინისტრმა განაცხადა, რომ მისი საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მოღვაწეობის დასრულება. მიგვაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისადმი და სასამართლოსადმი მსგავსი დამოკიდებულების გამოვლენა შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, არამედ ასევე დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. იმავდროულად, იუსტიციის მინისტრისა და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას და აღიქმება როგორც ამ ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა, რამაც ასევე შესაძლოა წაახალისოს გარკვეული ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედება. აღსანიშნავია, რომ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება. შევახსენებთ იუსტიციის მინისტრს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოთა (აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება. საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის ძირითადი კანონით მინიჭებული აქვს მანდატი, შეზღუდოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციით მისთვის დადგენილ უფლებამოსილებებს აჭარბებს და გაუმართლებლად ერევა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში. პოლიტიკური თანამდებობის პირს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა და შინაარსი განსაზღვრავს კანონის უზენაესობის პრინციპისადმი მის დამოკიდებულებას, ავლენს მის პოლიტიკურ კულტურას. საკონსტიტუციო სასამართლოს, სამწუხაროდ, ახსოვს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული არაკორექტული და გაუწონასწორებელი არაერთი განცხადება. რაც უფრო მეტი იყო საქმისადმი პოლიტიკური ინტერესი, მით უფრო მძაფრი იყო მინისტრის რეაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამასთან, როგორც წესი, მისი განცხადებები არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტებს, არის უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მომავალში მაინც მოახერხებენ ისაუბრონ და იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს შეეფერება", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)