10:57 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 18:33:49, 863 ნახვა

სამართალი
აქციაზე დაკავებული 8 პირის შემდეგი სასამართლო სხდომა 24 მარტს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმე არსებით განსახილველად გადაეცა სასამართლოს, შემდეგი სხდომა 24 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ორივე, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითი განხილვის შემთხვევაში მტკიცებულებები სასამართლოს გადაეცემა.

დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, იმ მიზეზით, რომ დავითაშვილმა დაუშვებლად არ ცნო პროკურატურის მტკიცებულება, ფოტო და ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, მან სოციალური ქსელიდან, საჯაროდ მოიპოვა. მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

6 მარტს დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ გახადა, ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. ადვოკატებმა მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics