03:52 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 12:46:53, 826 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: ქართულ ევროპულ სახელმწიფოში, ყველაზე მაღალი გარანტიებით იქნება დაცული აფხაზური, ოსური ენები და კულტურა

"ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ურთიერთობაში არ გვექნება და არ გვაქვს  გადაულახავი პრობლემები. მთავარია,  აღვადგინოთ ნდობა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ქართველი ტყვეების სანაცვლოდ, აფხაზური მხარისთვის ოთხი პატიმრის გადაცემას, რომლებიც გორის ტერქტში იყვნენ ბრალდებულები.

წულუკიანის თქმით, ქართული ევროპული სახელმწიფო არის ის სახელწმიფო, სადაც  ყველაზე მეტად, ყველაზე კარგად, მაღალი გარანტიებით იქნება დაცული  აფხაზური, ოსური ენები და კულტურა:

"ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ურთიერთობაში არ გვექნება და არ გვაქვს  გადაულახავი პრობლემები. ჩვენთვის მთავარია,  აღვადგინოთ ნდობა  და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ  ტერიტორიულად საქართველო ვერ გამთლიანდება,  თუკი ჩვენ თავად აფხაზი ჩვენი დები  ძმები არ დავიბრუნეთ. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ ადამიანებთან და შემდეგ ვიზრუნოთ  უკვე ამ ადამიანებთან ერთად,   რომ ერთიან საქართველოში და ძლიერ სახელმწიფოში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, რადგან ქართული ევროპული სახელმწიფო არის ის სახელწმიფო, სადაც  ყველაზე მეტად, ყველაზე კარგად, მაღალი გარანტიებით იქნება დაცული  აფხაზური, ოსური ენები და კულტურა", - განაცადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics