|
2025-03-12 18:29:20, 1385 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას შეუძლია გათვლა ჰქონდეს აშშ-ის ძლიერ ნაბიჯებზე თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება
უკრაინას შეუძლია გათვლა ჰქონდეს აშშ-ის ძლიერ ნაბიჯებზე თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას გააკეთებს აშშ თუ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ზელენსკიმ უპასუხა: “ძლიერი ნაბიჯები რუსულ მხარესთან მიმართებაში. როგორც მესმის, შეგვიძლია ძლიერ ნაბიჯებზე გათვლა გვქონდეს. არ ვიცი, დეტალები, ჯერ არ ვიცი, მაგრამ სასანქციო ქმედებებზე ვსაუბრობთ, შესაბამისად, უკრაინის გაძლიერებაზე”. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში არავის არ გააჩნია ილუზიები იმაზე, რომ რუსეთი რაიმე შეთანხმებებს დაიცავს, მაგრამ მან საჭიროდ ჩათვალა ამერიკული მხარის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მიეღო, რათა უკუეგდო განცხადებები, თითქოს უკრაინას ომის დასრულება არ სურს. “არაერთხელ ხაზი გამისვამს: ჩვენგან არავის სჯერა რუსების - ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. მაგრამ ნარატივებთან, თითქოს ომის დასრულება არ გვინდა, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოში ავრცელებს, არ ვითამაშებთ. ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი, და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია - ომის დასრულება. მინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამას ხედავდეს, რომ ამერიკელები ამას ხედავდნენ და გრძნობდნენ. და რომ ევროპა კავშირში იყოს იმაზე, რომ ყველაფერია გასაკეთებელი, რათა რუსეთს ამ ომის დასრულება ვაიძულოთ… ამიტომ ჩემი რეაქცია იყო - რომ მზად ვართ 30 დღით სიჩუმის ფორმისთვის. იმ ფორმატში, რომელიც ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)