|
2025-03-07 16:19:47, 782 ნახვა
სამართალი
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი, შესაძლოა, 14 მარტს გამოაცხადოს
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი, შესაძლოა, 14 მარტს გამოაცხადოს. 14 მარტის სხდომაზე, ასევე, საბოლოო სიტყვას იტყვის თავად ბრალდებული, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კი დასკვნითი სიტყვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ წარმოთქვა. დასკვნით სიტყვაში ექსპრეზიდენტის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს. მისი თქმით, მან საზღვარი უკანონოდ კი არ გადმოკვეთა, არამედ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ‘მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 2014 წლიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის კი არა, არამედ, პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმეა. ეს ისეთივე ვითარებაა, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დაბრუნდა გროზნოდან საქართველოში. ზუსტად ისეთი ვითარებაა ახლაც, რომ მაშინ ზვიად გამსახურდიასთვის საზღვრის უკანონო კვეთის გამო ბრალი წარედგინათ“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. პროკურორს, ლევან ვეფხვაძეს კი მოლოდინი აქვს, რომ მომავალ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე გიორგი ჯინჯოლია „ერთადერთ კანონიერ განაჩენს გამოაცხადებს და მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ ცნობს“. „მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, სადაც აქცენტი ისეთ გარემოებებზე გამახვილდა, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის. მე მესმის დაცვის მხარის, როცა სასაუბრო არ გაქვს და შენი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული აქვს ჩადენილი, გიწევს თეთრზე შავის მტკიცება. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალ სხდომაზე მოსამართლე ერთადერთ კანონიერ განაჩენს გამოიტანს და ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ ცნობს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)