|
2025-03-06 10:36:13, 874 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა. პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილმა 2 მარტს სავარაუდოდ უკანონო გზით დატოვა საქართველო. მისი თქმით, ბრალდებულს ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი და აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა შესაბამისი ორგანოს ინფორმირების გარეშე. პროკურორმა აღნიშნა, რომ ბაჩიაშვილმა არ შეასრულა გირაოს პირობები, რის შედეგადაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება გახდა საჭირო. ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ, ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა კი მოითხოვა, რომ მის მიმართ კიდევ ერთხელ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მას უკვე ჰქონდა პატიმრობა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბაჩიაშვილისთვის გირაო პატიმრობით შეიცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილის უძრავი ქონება, რომელიც გირაოს სახით იყო უზრუნველყოფილი, უნდა იქნეს აღსრულებული. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი 8986 ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებამ 43 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ბაჩიაშვილი ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მასთვის წარდგენილ ბრალდებებს შორის არის "მტკვარი ჰესის" და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეები. "მტკვარი ჰესის" საქმეზე მას ბრალი სასჯელის სახედ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო უკვე ჰქონდა შეფარდებული, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა მისი პატიმრობით შეცვლა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)