|
2025-02-25 11:20:08, 571 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი - არ ვიცი, რა მუხლი შეიძლება წამიყენონ, დანაშაული არ იკვეთება - ეს პირადი ანგარიშსწორებაა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. როგორც უწყებაში შესვლამდე ბაჩიაშვილმა განმარტა, მას ბრალს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წაუყენებენ. ის მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ახალი საქმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული მუქარის ნაწილია. „მიმდინარე საქმის ჩემი გამომძიებელი გუშინ დამიკავშირდა, რომელმაც მაცნობა, რომ პროკურატურაში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალის წარდგენაზე გამოვცხადებულიყავი. ეს არის მეორე ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოში თავის ჩვენებისას დამიანონსა, რომ დამატებით სისხლის სამართლის დევნა იქნებოდა, ეს ჩემთვის არც სიახლე და არც მოულოდნელობა არ იყო. ივანიშვილს თავის თავი კიდევ ერთხელ უფრო მძიმე მდგომარეობაში შეჰყავს, რადგან ერთ უსაფუძვლო საქმეს მეორე უსაფუძვლო საქმეს ამატებს, რაც ევროსასამართლოსთვის კიდევ დამატებითი მტკიცებულება იქნება, რომ ეს პირადი ანგარიშსწორებაა პოლიტიკური ანგარიშსწორების მქონე პირის მხრიდან, რომ გამომძალოს დიდი თანხა და დამსაჯოს იმისთვის, რომ მისი თანამონაწილე არ გავხდი იმ ანტიდასავლურ საქმეებში, რასაც ის სჩადის. „მტკვარი ჰესის“ საქმეში ივანიშვილის წერილი შევიდა პროკურატურაში, ის ამბობს იმას, რომ „მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტი გაიზარდა და ალბათ, ბაჩიაშვილმა ფული მოიპარაო, არც მტკიცებულება, არც რამე დოკუმენტი საქმეში არ იდო. თანაინვესტირების ფონდს „მტკვარჰესთან“ ერთად მართავდა რამდენიმე პროექტს, ეს ფონდი დასავლური პრაქტიკით დაფუძნებული იყო და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ფონდში მიიღებოდა, საბჭოს მიერ მიიღებოდა, ეს გადაწყვეტილებები „მტკვარი ჰესს“ მიეწოდებოდა და ის აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებებს. „მტკვარი ჰესში“ დასავლური საინჟინრო კომპანიები იყვნენ ჩართული, რომლებიც ტენდერულ დოკუმენტებს აწარმოებდნენ. იდეაშიც კი, მე, როგორც დირექტორს, რამე უკანონობის ჩადენა რომ მდომებოდა, უფლებამოსილება არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რისი უფლება მქონდა და არა, „მტკვარი ჰესში“ არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიღებულა. ამ ეტაპზე არ ვიცი, რა მუხლი შეიძლება წამიყენონ, რადგან არანაირი დანაშაული არ იკვეთება, პროკურატურას საქმის „შესაკერად“ რა დაჭირდება, არ ვიცი“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)