|
2025-02-25 02:50:28, 743 ნახვა
საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში სტიქიის ფონზე, ოცნების ხელისუფლება უმოქმედოა
დიდთოვლობა ბათუმში - ძლიერმა სტიქიამ ქუჩების პარალიზება გამოიწვია. ადგილობრივები მუნიციპალურ მერიას გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქუჩაში გადაადგილება ჭირს. მეტიც, როგორც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, ადგილზე პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ტექნიკა არ გამოჩენილა, არადა მისივე ცნობით, ყოველწამიერად ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება.
მათივე ცნობით, დაღუპული მამაკაცია, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა. ნგრევის შედეგად მამაკაცს ბეტონის ფილა, ე.წ. “სინკარი” დაეცა. ცენტრალური მაგისტრალი გაწმინდეს მხოლოდ, ნაწილობრივ, მხოლოდ ერთი ზოლი – ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზა. მხოლოდ აქ შეუძლია გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტს. შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“, – ამბობს მამუკა ანანიძე ლანჩხუთის სოფელ ნინოშვილიდან. მოქალაქის თქმით, თოვლის სიმაღლე აქ მეტრ-ნახევარზე მეტია. მოქალაქის თქმით, აზრი არ აქვს ცხელ ხაზზე დარეკვას დახმარების მიღების იმედად – „112-ში დარეკავ და გამისამართებენ მთავრობასთან. მთავრობასთან დარეკავ და პირიქით. ასე უნდა რეკო, სანამ ტელეფონი არ დაგიჯდება. ეს გამოცდილება მაქვს მე თვითონ. ჯერ დავურეკე ადგილობრივ მთავრობას და 112-ში დარეკეო. რომ დავრეკე [გზების] გაწმენდა ჩვენ არ გვევალებაო და ასეთი ამბავია, დარეკვასაც აზრი არ აქვს“. მამუკა ანანიძე ამბობს, რომ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან მოქალაქეები მეზობელ სოფლებში. „მაღალ სოფლებში, მაგალითად ჩოჩხათში, ძალიან მძიმე სიტუაციაა. ფეხითაც ვერ გადაადგილდებიან აქ ადამიანები“. ძალიან მძიმე სიტუაციაა ასევე ქობულეთში და მის რაიონში შემდეგ სოფლებში დიდთოვლობის შედეგად არის იგივე პრობლემები რაც გურიაში: ქვედა კვირიკე
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)