|
2025-02-24 14:04:40, 583 ნახვა
სამართალი
სანდრო ცნობილაძე - ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის სასაცილო ამბავი
მოკლედ, დილით დამაწიოკეს. წაღებულია დისკები, ლეპტოპები, ტელეფონი - მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები, - ამის შესახებ სპორტულმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მედიასთან მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ ქალის მიმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. „დილას რამდენიმე ადამიანი მოვიდა. ერთი რამ ფაქტია, საერთოდ რაიმე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ, ახლა მე აქ არ ვიდგებოდი, დამაკავებდნენ. შემოვიდნენ დილას, 11:00 საათი იყო. მეძინა, გაღვიძებულიც არ ვიყავი. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, ასე შემოსვლის ფორმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ამოიღეს ლეპტოპები, დისკები... სასაცილოა, დისკი იყო 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა და მერე არის გაციფრულებული. ეს დისკებია წაღებული. წაღებულია ლეპტოპები. იქ საფეხბურთო ამბებია იმ დისკებზე. მთელი ცხოვრებაა ტელევიზიაში ვარ, ფეხბურთს ვემსახურები და საფეხბურთო კომენტატორი ვარ. შესაბამისად, ესენია წაღებულია. ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული. იყო იქ ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფონს წაგართმევ და ა.შ. მოკლედ, დილით დამაწიოკეს. [ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ჩემთვის სასაცილო ამბავი. მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. დანარჩენი, ჩემი დაკვირვებითა და შეხედულებით, არის უბრალოდ ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდი. ყველამ კარგად იცის, ყველა შემთხვევაში, ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, გავაპროტესტებ. სრულიად გასაგებია, რა უშლით ნერვებს“, - განაცხადა სანდრო ცნობილაძემ. ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)