|
2025-02-24 10:15:36, 527 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რეგიონებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - დაკეტილია სკოლები, არ მუშაობს ტრანსპორტი
აჭარის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თოვის გამო, როგორც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბლობში სატრანსპორტო გადაადგილების პრობლემები შეიქმნა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით შეჩერდა. „რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების, მოსალოდნელი უამინდობისა და ქარის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს სააღმზრდელო პროცესის ერთი დღით შეჩერების თაობაზე. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 25 თებერვალს“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში. ასევე, ხულოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ქარბუქის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება „რთული მეტეოროლოგიური პირობების - დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ქარბუქის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, 24 და 25 თებერვალს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იქნება. სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება“, -აცხადებენ ხულოს მერიაში. ამასთან, აჭარის მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. ძლიერი თოვის გამო, დღეს და ხვალ ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, ასევე, დღეს შეჩერებულია სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებშიც. ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაადგილება უჭირს ავტომანქანებს. ფოთის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკის მიერ იწმინდებოდა ქალაქის ქუჩები. ხიდებზე დაიყარა ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)