|
2025-02-21 17:42:00, 604 ნახვა
სამართალი
გელა ხასაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ჯამში 14 500 ლარით დააჯარიმა
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში და 4 500 ლარით დააჯარიმა. გელა ხასაიას პროცესი მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შსს-ს წარმომადგენელი გელა ხასაიას ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის შეკითხვებს აპროტესტებდა, რომელსაც ადვოკატი მოწმე პოლიციელებს უსვამდა. სიტყვიერი შელაპარაკება იყო ადვოკატსა და მოსამართლე ნინო ენუქიძეს შორისაც. ადვოკატმა მოსამართლე მოწმე პოლიციელის მიმართ მიმანიშნებელ მოწოდებაში დაადანაშაულა. მოსამართლემ კი ადვოკატი რეპლიკებისა და ხმამაღალი საუბრის ტონის საფუძვლით 100 ლარით დააჯარიმა. დღევანდელ სხდომაზე შსს-ს და დაცვის მხარის მოწმეები, სულ სამი პირი დაიკითხა. როგორც პოლიციელმა ნიკა გოგიამ განაცხადა, გელა ხასაიამ 2024 წლის 4 დეკემბერს შარაშიძის ქუჩაზე, „დროას“ ოფისთან პოლიციელებს ნიკა გვარამიას დაკავებაში ხელი შეუშალა, გარდა ამისა, „დროას“ ოფისის წინ ხასაია გზას კეტავდა და არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას. მოწმის თქმით, ხასაია გვარამიას დაკავებაში ხელის შეშლის გამო არ დაუკავებიათ, რადგან არ უნდოდათ ვითარების დაძაბვა. ხასაიას მხოლოდ გზის გადაკეტვასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ედავებიან. გელა ხასაია შსს-ს ბრალდებას არ დაეთანხმა. როგორც მან აღნიშნა, მოწმე პოლიციელებმა ცრუ ჩვენება მისცეს. ხასაიას ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, თუკი ხასაიას გზის გადაკეტვაში ედავებიან, მისი ქმედება 174-ე მუხლით უნდა დაეკვალიფიცირებინათ და არა 173-ე მუხლით. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ხასაია სამანქანო მოძრაობას არ კეტავდა, შარაშიძის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ჩიხია და მანქანებს გადაადგილება შეეძლოთ. ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხასაია სოციალური მედიის მენეჯერია და საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე ლაივში იყო და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ ვიდეომტკიცებულებები და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ადვოკატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში სადავოდ გახადა და განმარტა, რომ გელა ხასაიას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რასაც ვიდეომტკიცებულებაც ადასტურებს. შსს-ს წარმომადგენელი ადვოკატის პოზიციას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მტკიცებულებები ხასაიას მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობას ადასტურებს.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)