|
2025-02-21 16:22:15, 601 ნახვა
სამართალი
ექსპერტის თქმით, აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი 28 ჭრილობით გამოწვეული სისხლნაკლებობა იყო
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დაიკითხა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, ქეთევან გედენაშვილი, რომელმაც აბრამიძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა. სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა იყო. მისი განმარტებით, კესარია აბრამიძეს 4 მძიმე, სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თუმცა გარდაცვალების მიზეზი 28 დაზიანების ერთობლიობით გამოწვეული მწვავე სისხლნაკლებობა იყო. ჭრილობების მიყენების პროცესში აბრამიძე ცოცხალი იყო. "ოთხი ჭრილობა იყო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რომლებიც პირდაპირ იწვევდნენ სიკვდილს. სხვა ჭრილობებმაც მიიღეს მონაწილეობა და საერთო ჯამში, სისხლნაკლებობაა სიკვდილის მიზეზი. თუმცა, ისინი [4 ჭრილობა] ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, პირდაპირ კავშირში იყო სიკვდილთან, იმიტომ, რომ ეს ჭრილობებია მძიმე ხარისხის დაზიანებები". - განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე ასევე წარადგინეს სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნაც. "სამედიცინო ექსპერტიზაში დაფიქსირებულია, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს 28 ჭრილობა. 28-ვე ჭრილობა არის სიცოცხლის დროინდელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენის აქტთან გვაქვს ადგილი". - თქვა პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ. დღეს გამართულ სასამართლო პროცესს, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი არ დასწრებია. პროკურატურამ სხდომაზე კიდევ ერთი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, დაზიანება მიიღო თავად ბექა ჯაიანმაც, პროკურორის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის დროს მან "თითი გაიჭრა" - დასკვნა ასევე მტკიცებულებად დაერთო საქმეს. სასამართლომ ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვა, მომდევნო სასამართლო სხდომა 13 მარტს ჩაინიშნა, რომელზედაც მხარეები სავარაუდოდ დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)