|
2025-02-19 17:38:38, 420 ნახვა
საზოგადოება
საია - 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემურ ქათამაძე უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე
საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს, შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქათამაძე პროტესტის ნიშნად ასევე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე და ანალიზების ჩატარებაზე. „თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. 16 იანვრიდან, ის იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს. შიმშილობის ამ ვადის მიუხედავად, ის მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თემურ ქათამაძე მიიჩნევდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იგი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა და იმავე დღეს დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. პროტესტის ნიშნად, 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემური უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც. ამ დროისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან მისთვის განხორციელებულ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. თემურ ქათამაძე განაგრძობს ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად“, - ნათქვამია საიას ინფორმაციაში. ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თემურ ქათამაძის წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე, მზია ამაღლობელის შემდეგ შიმშილობის დროშა ახლა მე, „ბათუმელი მედროშე“, ავიღე ხელში და ჩემ შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე, ვინაიდან, მე მიმაჩნია, რომ „სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“, როგორც იყო ჩვენი, ანუ ჩვენებურების ბელადი აჰმედ მელაშვილისთვის, მარო მაყაშვილისთვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის, ხასან თხილაიშვილისთვის, ლომან ეფენდი ქარცივაძისთვის, გულო კაიკაციშვილისთვის, მემედ აბაშიძისთვის, იუსუფ ქათამაძისთვის, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასათვის. მე ასევე, უარს ვაცხადებ 15.02.2025 თარიღიდან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში ყოველდღიურად ექიმებთან კონსულტაციისთვის გასვლაზე და ანალიზების ჩატარებაზე“, - ნათქვამია წერილში.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)