23:13 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 14:45:16, 1047 ნახვა

კომენტარი
ნატალი ლუაზო - პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის

პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„საქართველოში, პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის დაშინების მეთოდებით, რომლებზეც უარს რუსეთიც არ იტყოდა. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის სიმამაცეს და დემოკრატიისა და ევროპისადმი ერთგულებას წარმოადგენს“, - წერს ნატალი ლუაზო.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics