15:24 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 14:16:07, 952 ნახვა

საზოგადოება
მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა

„ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურაძემ „ვივამედთან“ შეკრებილ მედიას მზია არალობელის წერილი წაუკითხა: 

„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა, სინდისის პატიმრებს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა“, - ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში.

ჟურნალისტი კოლეგებსაც მიმართავს და ბრძოლისკენ მოუწოდებს. 

ბათუმში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.

ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგბელობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ, - წერს მზია ამაღლობელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics