|
2025-02-17 15:28:57, 390 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 75% თამბაქოს დასრულების პოლიტიკას ემხრობა
2024 წლის ოქტომბერში, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფონდის მხარდაჭერითა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩაატარა კვლევა, რომელიც შეისწავლის საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას თამბაქოს დასრულების პოლიტიკის მიმართ. კვლევამ, რომელშიც ზრდასრული მოსახლეობა მონაწილეობდა, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ყველა რეგიონი მოიცვა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით ჩატარებული კვლევის მიზანი იყო საზოგადოების პოზიციის შეფასებას თამბაქოს დასრულების პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ისეთი მექანიზმების გამკაცრებას, რაც საქართველოში თამბაქოს მოხმარების შემცირებასა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს. საბოლოო შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ამ დრომდე არ სმენია თამბაქოსგან თავისუფალი საქართველოს პოლიტიკისა და მისი მიზნების შესახებ, რომლის თანახმად, 2040 წლისთვის, თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების მომხმარებელთა წილი 5%-მდე უნდა შემცირდეს. მას შემდეგ, რაც პოტენციურად გასატარებელი ზომების შესახებ შეიტყვეს, გამოკითხულთა 75%-მა პოლიტიკას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ • მოსახლეობის 80% ემხრობა თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების შეძენის კანონიერი ასაკის 21 წლამდე გაზრდას. • 73% მიიჩნევს, რომ 2010 წელს ან უფრო გვიან დაბადებულ პირებზე თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების გაყიდვა უნდა აიკრძალოს. • 75% მხარს უჭერს თამბაქოს პროდუქტებში ნიკოტინის შემცველობის (ნიკოტინის ნებისმიერი სახით შემცველი ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით) 95%-ით შემცირებას. • 63% მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ სახელმწიფოს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისათვის. • ქიმიკატების (არომატი, სხვადასხვა დანამატი და ა.შ.) დამატება, რომლებიც თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმს ნაკლებად მძაფრს ხდის, უნდა აიკრძალოს - 73% ემხრობა კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 44%-ს არ სჯერა, რომ მთავრობა საკმარისს აკეთებს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის 5%-მდე შესამცირებლად, ხოლო 47% ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ იღებს საჭირო ზომებს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს თამბაქოს მოხმარების მკაცრ რეგულაციებს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აქტიური ნაბიჯები გადადგას, რათა საქართველომ 2040 წლისათვის, მიიღოს თამბაქოსგან/ნიკოტინისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი. თამბაქოს კონტროლის ალიანსი 551150773
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)