|
2025-02-16 21:48:45, 1218 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში ჩავიდა
საუდის არაბეთში სამუშაო ვიზიტით უკრაინის მთავრობის დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებს და აჩვენეს პროექტები ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სფეროებში. სვირიდენკომ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ათობით შეხვედრა გაიმართება საუდის არაბეთში პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის მოსამზადებლად. „ჩვენ ვემზადებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებების გასაფორმებლად რეგიონის ქვეყნებთან“, - წერს სვირიდენკო Facebook-ზე. დასავლური მედია იუწყება, რომ აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას საუდის არაბეთში ჩავლენ, რათა განიხილონ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოახლოებული შეხვედრა. მოსალოდნელია, რომ მოსამზადებელ მოლაპარაკებებს უკრაინის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. გეგმის მიხედვით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა თებერვლის ბოლომდე უნდა შედგეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი იერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინულ მხარესა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის არანაირი კონტაქტები არ ყოფილა და არ იგეგმება ომის დასრულების გეგმის ფორმირებამდე. უკრაინის მთავრობის წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ კიევის დელეგაცია არ იყო მიწვეული და არ აგზავნის წარმომადგენლებს საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. თავის მხრივ, თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფმა კვირას განაცხადა, რომ საუდის არაბეთში გაემგზავრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან მაიკ უოლზთან ერთად მოლაპარაკებებისთვის რუსეთის ომის დასრულებაზე უკრაინასთან. ვიტკოვის თქმით, უკრაინა არ იყო გამორიცხული რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებიდან. თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა, რომ უკრაინის ოფიციალური პირები ამერიკულ დელეგაციას მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდნენ. მოახლოებული მოლაპარაკებები იქნება პირველი მაღალი დონის პირისპირ დისკუსიები რუს და ამერიკელ ჩინოვნიკებს შორის ბოლო წლების განმავლობაში და სავარაუდოდ წინ უსწრებს სამიტს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. 12 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო მოლაპარაკება გამართა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ვლადიმერ ზელენსკისთან, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ მიღწეული იყო შეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ვლადიმერ ზელენსკიმ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაზე ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია მისი მონაწილეობის გარეშე.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)