|
2025-02-15 18:07:25, 628 ნახვა
სამართალი
ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე შიმშილობის 30-ე დღეს იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას „ბათუმელები“ თემურ ქათამაძის მეგობარზე დაყრდნობით ავრცელებს. „დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის მეგობარმა ნინო კაკულიამ. თემურ ქათამაძის ადვოკატი მარიამ გაბროშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში აუცილებელი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. თემურ ქათამაძე იანვარში, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ბოლო წლებია, საქართველოში ცხოვრობს და სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. მას დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, რასაც ვადა ამოეწურა, სწორედ ამის მიზეზით მოათავსა პოლიციამ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. 2 თებერვალს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერდა: „მხნედ ვარ, ვაგრძელებ შიმშილობას. სოლიდარობას ვუცხადებ მზია ამაღლობელს. მზია როცა შეწყვეტს შიმშილობას, მე გავაგრძელებ“... თბილისსა და სხვა ქალაქებში უკვე 80-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და ამ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)