|
2025-02-15 17:50:58, 562 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტის, დავით ფუთურიძის განცხადებით, მას უცნობი პირები ქუჩაში თავს დაესხნენ
სამოქალაქო აქტივისტის, დავით ფუთურიძის ინფორმაციით, მას უცნობი პირები ქუჩაში თავს დაესხნენ. როგორც აქტივისტი თავად ჰყვება, თავდამსხმელები უცნობი პირები იყვნენ, თუმცა, მათი ამოცნობა შეუძლია. „სახლიდან გამოვედი, უნდა გავსულიყავი საქმეზე. გამოვიარე და ქუჩაში ერთი მაღალი, გამხდარი ტიპი იდგა, იქით იდგა ჩემზე ოდნავ დაბალი ტიპი. შლაგბაუმთან იდგა პირბადიანი ადამიანი. ამ დაბალმა მომიქნია ხელი ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდი, ტელეფონი დამაგდებინა. წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე და უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი, შევბარბაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელი და ორი წუთი, ალბათ, მირტყამდნენ. არცერთი არ მეცნობოდა, მაგრამ რომ ვნახო ახლა ვიცნობ. ტერიტორია მუქი ნაცრისფერი მერსედესით დატოვეს. ერთი შეგინება გავიგონე. მეოთხე ადამიანიც თან ახლდათ, მძღოლი. ვუკავშირებ პოლიტიკურ აქტივობას, აქციებზე აქტიურად ვარ. რომ მომიტაცეს გრაფიტების დაწერის გამო, "მესიჯი" იყო მარტივი, გაჩუმდიო, რადგან არ გავჩუმდი და გავაგრძელე აქტიურობა, რაღაცნაირად უნდა გამსწორებოდნენ და მოიფიქრეს ეს. აქ ერთი კვირაა აქ გადმოვედი, ფიზიკურად ვერ ეცოდინებოდა ვერავის, რადგან არსად ფიქსირდება, რომ აქ ვცხოვრობ. პოლიცია არ გამომიძახებია. არ ვთვლი, რომ რამე რეაგირება ექნება. ისეთი ქუჩაა, კამერები იქნება", - ამბობს დავით ფუთურიძე.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)