|
2025-02-15 00:18:08, 647 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს მათზე არაერთხელ ჰქონდა მიმართული
ომბუდსმენის აპარატი კლინიკა ვივა მედში ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამის უწყებებს ინფორმაციის მისაღებად უკვე მიმართა და "კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში" რეაგირებს. სახალხო დამცველის აპარატი ასევე წერს, რომ უწყება პენიტენციური სამსახურის მხრიდან პატიმრის კლინიკაში მოთავსებაზე გვიან შეტყობინების შესახებ ცნობას შეისწავლის. გარდა ამისა, უწყება აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი წარსულში პატიმრისა და მისი ოჯახის მიმართვებს სწავლობდა. "მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, კლინიკა „ვივა მედში“ ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და რეაგირებას კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს. ასევე, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის კლინიკაში მოთავსების თაობაზე ინფორმაცია მათ დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი მოცემულ საკითხსაც შეისწავლის. ამასთან, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წარსულში სახალხო დამცველი პერიოდულად სწავლობდა პატიმრისა და მისი ოჯახის წევრების მომართვებს და განხორციელებული რეაგირებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე ატყობინებდა განმცხადებლებს". - წერია განცხადებაში. ომბუდსმენის აპარატი პატიმრის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა, განცხადება, სავარაუდოდ, დავით გუჯეჯიანს ეხება. მანამდე, ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 52 წლის ეტლით მოსარგებლე პატიმრის, დავით გუჯეჯიანის ოჯახი გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს გუჯეჯიანის სიკვდილამდე ცემაში ადანაშაულებს. გარდაცვლილი პატიმრის მეუღლის მტკიცებით, დავით გუჯეჯიანი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი წამების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)