|
2025-02-12 16:02:23, 1771 ნახვა
რეგიონი
რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა როცა აღიარა, მანვე წაგვართვა - აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი
ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის“ ეთერში მიმდინარე დებატებისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგურ ხურხუმალმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს ფაქტობრივად წაართვა „დამოუკიდებლობა“ როცა ის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა“. მან აღნიშნა, რომ დღეს აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია მიაღწიოს თავისი ინტერესების პატივისცემას. „რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მეზობელი. ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ინტერესების და ჩვენი შეხედულებების მიმართ პატივისცემა. ეს დღეს არ არის. დღეს ჩვენ ვართ დამოკიდებული. როცა რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, მავნე წაგვართვა. რატომ დავთმეთ ის"?- თქვა მან. ხურხუმალის თქმით, აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთპატივისცემისკენ უნდა მიისწრაფოდეს. „ჩვენ, ხალხთან ერთად შეგვიძლია წინსვლა და განვითარება და ეს ისე მოხდეს, რომ მათ [რუსეთს] ჩვენდამი პატივისცემა ჰქონდეს და ეს ორმხრივი იყოს. ეს არის ის, რასაც დღეს უნდა მივაღწიოთ. პერიმეტრის გასწვრივ საზღვრები უნდა დავკეტოთ, დამოუკიდებლად გამოვიკვებოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ყველას გარეშე შეგვიძლია ცხოვრება. აი, მაშინ გვექნება დამოუკიდებლობა და ბევრი რამის კეთებას ვისწავლით“, - თქვა ხურხუმალმა. დებეტები „აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის“ ეთერში აფხაზურ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს და მასში ხუთივე კანდიდატი მონაწილეობს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება. მასში ხუთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან: ბადრა გუნბა, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი "არჩევნებში" მონაწილეობაზე უარი თქვეს ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „აიდგილარას“ ხელმძღვანელმა, კან კვარჩიამ და სახალხო პარტიის ლიდერმა შამილ აძინბამ.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)