|
2025-02-10 11:47:01, 568 ნახვა
საზოგადოება
„STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ ForSet-ის ინიციატივით გაიმართება - საქართველოს ბანკი ახალგაზრდების მხარდასაჭერად
11 თებერვალს, ForSet-ი მეცნიერი ქალებისა და გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას - “STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ გამართავს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ მეტი STEM-ის, ტექნოლოგიების და მონაცემების სფეროში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ, დაესწრონ სფეროს ლიდერების გამოსვლებს, მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებში, დაამყარონ მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები, ჩაერთონ სახალისო თამაშებში და მიიღონ საჩუქრები. „საქართველოს ბანკისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის განათლების მნიშვნელობა უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში, ამიტომ გადავწყვიტეთ, STEM-ის, ტექნოლოგიებისა და მონაცემების მიმართულება ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ForSet-ის ღონისძიების - “STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ მხარდამჭერები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთი მსგავსი ღონისძიება გაიმართება, რომელიც მისცემს ახალგაზრდებს მოტივაციას, შეიძინონ ცოდნა და საკუთარი თავი მომავლის პროფესიების მიმართულებით გამოცადონ“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის CSR მიმართულების გუნდში. ღონისძიება ორგანიზებულია ForSet-ის მიერ და მისი პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკი, UNDP-სა და შვედეთის, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამა, IBCCS TAX, UN Women და ტერმინალი.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)