|
2025-02-09 23:08:12, 2377 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინელებმა მოკლეს რუსი ჯარისკაცი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის გმიერს უწოდებდნენ
Z ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინაში, ვოვჩანსკში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს რუსი სამხედრო, ტასბოლატ იბრაშევი, რომელსაც პროკრემლისტური პროპაგანდა 2008 წლის ომის გმირს უწოდებდა. ომის მხარდამჭერი ტელეგრამ-არხი КОГДА ЗАПЕЛИ ПУШКИ წერს, რომ სანდო წყაროების თქმით, იბრაშევი 2025 წლის 3 თებერვალს, ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოვჩანსკში მოკვდა. ტასბოლატ იბრაშევი 2008 წლის აგვისტოს ომის ფოტოებში ტყვიამფრქვევით ხელში ჩანს. როგორც რუსული პროპაგანდა ირწმუნებოდა, ის ქართველ სპეცრაზმელებს წინ მარტო, ტვყიამფრქვევით გადაუდგა და მათი ასეული შეაჩერა. გადაღებულ ფოტოებში ჩანს ტასბოლატის უკან მდგომი რუსი სამხედროების კოლონა. AP Photo-ს ფოტოსურათი 2008 წლის 14 აგვისტოთია დათარიღებული. თავდაპირველად იბრაშევი სხვა სამხედროში, ბათო დაშიდორჟიევში აერიათ, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ფოტოზე იბრაშევი ჩანდა. 2024 წლის 13 აპრილს ტასბოლატ იბრაშევს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხმა ზვეზდამ მიუძღვნა სიუჟეტი, სათაურით - "ტასბოლატ იბრაშევი, რუსი სპარტელი". ის ამავე არხის სხვა მასალებშიც ფიგურირებდა. 2019 წლის დეკემბერში იბრაშევი ოკუპირებული ცხინვალის მაშინდელმა მარიონეტმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა "სამხრეთ ოსეთში მშვიდობის სადარაჯოზე სამსახურის" მედალით დააჯილდოვა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა იბრაშევის შესახებ სხვადასხვა მასალებს ამზადებდა და მას გმირს უწოდებდა, სინამდვილეში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისთვის რუსეთის გმირის ჯილდო არ მიუნიჭებია. ასტრახანელი სამხედრო ომის შემდეგ საკუთარ ქალაქში, ასტრახანში დაბრუნდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან გაზპრომში მუშაობა დაწყო. ამის შესახებ პროპაგანდისტული სპუტნიკიც წერდა. "სამხრეთ ოსეთში ჩვენ ჩეჩნეთიდან გაგვგზავნეს. ცნობილი ფოტო ქალაქ გორთანაა გადაღებული. მოვიდა მეთაური და გვითხრა, რომ სჭირდებოდა ერთი მეტყვიამფრქვევე და ორი მსროლელი. ასე გამოვიდა, რომ მე ერთადერთი მეტყვიამფრქვევე ვიყავი. მიბრძანეს დგომა, დავალება შევასრულე." - ამბობდა იბრაშევი სპუტნიკთან საუბარში. ასტრახანის ადგილობრივი მედია 2023 წლის სექტემბერში წერდა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში იბრაშევმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი დადო და საბრძოლო ზონაში გაეგზავნა.
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)