|
2025-02-07 16:05:50, 513 ნახვა
სამართალი
ვეფხია კასრაძე პოსტოპერაციული გართულების გამო ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს
საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული, პატიმრობაში მყოფი ვეფხია კასრაძე, რომელსაც ორშაბათს ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციის შემდგომი გართულების გამო დღეს კვლავ კლინიკაში - „ვივამედში“ - გადაიყვანეს. ინფორმაცია დაკავებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ. „რადიო თავისუფლებას“ მიაწოდა. ვეფხია კასრაძის კლინიკაში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე, საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული კიდევ ერთი ადამიანის, რევაზ კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი იუწყებოდა, რომ კიკნაძის ცნობით, მასთან ერთად ციხეში მყოფი დემონსტრანტი ვეფხია კასრაძე „ძალიან ცუდად არის“ და „სათანადო ყურადღებას არ აქცევენ“.
ავსაჯანიშვილის თქმით, გარემოება, რომ ზარების შეზღუდულად განხორციელების პირობებში რევაზ კიკნაძე ერთსა და იმავე თემაზე მას ორჯერ ურეკავს, აფიქრებინებს, რომ ვითარება მძიმედაა:
საბოლოოდ, ვეფხია კასრაძე „ვივამედში“ გადაიყვანეს. მისი ადვოკატის, კახა კოჟორიძის თანახმად, კასრაძემ ორშაბათს ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რადგან სუნთქვის პრობლემა ჰქონდა.
ვეფხია კასრაძე, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობია სოფელ ერგნეთიდან, - იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და აქვს ვეტერანის სტატუსი, - 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა“ და „ჯგუფურ ძალადობას“ ედავებიან - სისხლის სამართლის წესით.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)