19:27 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 20:20:47, 582 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავამ პროცესზე სამართალდამცავებს მიმართა - სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას

„სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას, ადამიანების ცემას, ადამიანების გაუბედურებას?!“ - ამ კითხვით სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა, გიგი უგულავამ სამართალდამცავებს მიმართა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ, სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი საქმე განიხილება, სიტყვის უფლებით ისარგებლა და დარბაზში მყოფ პოლიციელებს მიმართა.

„მე მინდა შეკითხვა დავუსვა აქ წარმოდგენილ ყველა ადამიანს, პოლიციელს. სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას, ადამიანების ცემას, ადამიანების გაუბედურებას. ეს არ არის მარტო შეკითხვა, მე იმედი მაქვს, რომ როდესაც სახლში მიბრუნდებით, ამ შეკითხვას საკუთარ თავს უსვამთ, ან ოჯახის წევრები გისვამენ.

მეორე შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. მიზანი თუ არის, რომ ჩვენ ვიყოთ იზოლირებული, მსოფლიოდან ჩამოშორებული, გაუბედურებული, ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელიც ემსახურება ერთი ადამიანის სრულიად გიჟურ და წარმოუდგენელ ოცნებებს. არ მგონია, ეს თქვენი შვილებისა და თქვენი ოცნება იყოს. სადამდე უნდა გაგრძელდეს, ამას ხომ უნდა ჰქონდეს ლიმიტი“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: საქართველო რუსეთთან არა მხოლოდ ტურიზმით, არამედ მთელი ეკონომიკით არის დაკავშირებული
ბოჭორიშვილი: საქართველოს შესახებ არსებული ნარატივები რეალობას არ ასახავს; შეხედეთ ციფრებს
გრიგოლ ლილუაშვილს, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის ENKA-სთვის 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics