|
2025-02-05 14:28:58, 1481 ნახვა
ომი უკრაინაში
კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
კრემლი ადასტურებს, რიმ გაიზარდა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტების რაოდენობა უკრაინაში ომის დარეგულირების შესახებ. ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რუსეთთან ამ თემაზე "ძალიან კონსტრუქციული" მოლაპარაკებების შესახებ. "ცალკეულ დეპარტამენტებს შორის მართლაც არის კონტაქტები და ისინი ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მაგრამ სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, სხვა არაფერია სათქმელი", - ციტირებენ პესკოვს რუსული საინფორმაციო სააგენტოებისა. გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა. მიუხედავად უკრაინის ლიდერის არალეგიტიმურობის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის არაერთი განცხადებისა პესკოვმა ცალკე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის გაიმართოს მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ თანახმა იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე, რათა დასრულდეს თითქმის სამწლიანი ომი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)