|
2025-02-05 11:58:45, 1036 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ
ოთხშაბათს, 5 თებერვალს ღამით, უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კრასნოდარის მხარის სოფელ ნოვომინსკაიაში. - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა ტელეგრამის არხზე განაცხადა. "უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დაეცა ავზს ნავთობპროდუქტების მცირე ნარჩენებით. გაჩნდა ხანძარი", - წერს ოფიციალური პირი და აღნიშნავს, რომ "ცეცხლი ლოკალიზებულია". ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, შპს ალბაშნეფტი, მდებარეობს სოფელ ნოვომინსკაიაში. ის 2010 წელს გაიხსნა და ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 320 000 ტონამდე ნავთობპროდუქტს შეადგენს. ქარხანას აქვს რვა ავზი 9-დან 10,3 ათას კუბურ მეტრამდე მოცულობით. მ საწარმო მდებარეობს დონის როსტოვის სამხრეთით 115 კილომეტრში და აზოვის ზღვის სანაპიროდან 40 კილომეტრში. მანძილი იქიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 230 კმ-ზე მეტია. ტელეგრამის არხმა Astra-მ ქარხანაში ხანძრის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საწვავის ერთი ავზი მაინც მთლიანად ცეცხლშია შთანთქმული. ადგილობრივების თქმით, მოსკოვის დროით 06:15 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული არ არის.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)