21:40 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 21:53:02, 739 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღე

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. 67-ე დღეა რაც მოქალაქეები უწყვეტი პროტესტით და მანიფესტებით ხელისუფლებისგან აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქცია მიმდინარეობს "თბილისი მოლის" მიმდებარედაც, საიდანაც მოქალაქეები მარშით რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან. 

ცნობისთვის, "თბილისი მოლთან" შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა დღის 16:00 საათიდან რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპოლიციო ძალებმა საბოლოოდ გზა გაათავისუფლეს და მოძრაობაც აღდგა. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მინაწილე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები - გიგი უგულავა და ნიკა მელია. აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics